💡 6 მაისს გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, „ინტეგრას" ფსიქოთერაპევტ გიორგი ჭანტურიასთან თემაზე: „ექიმსა და თერაპევტს შორის თანამშრომლობა"
👉 ლექცია შეეხება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ კრიტიკულ მიმართულებას სხეულისა და ფსიქიკის ინტეგრირებულ ხედვას. განხილული იქნება, როგორ მოქმედებს ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიურ სიმპტომებზე და რატომ არის აუცილებელი ექიმისა და ფსიქოთერაპევტის კოორდინირებული თანამშრომლობა პაციენტის მკურნალობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პაციენტის გამოცდილებას, თუ რას გადის ის მკურნალობის პროცესში, როგორ აღიქვამს დიაგნოზსა და რა როლი აქვს კომუნიკაციას ამ პროცესში.
ლექცია ასევე შეეხება ექიმის ემოციურ მდგომარეობას, პროფესიულ გამოწვევებს და იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს რთულ კლინიკურ შემთხვევებთან მუშაობას. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ხედვას, როგორ შეიძლება მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენება ისეთი თანამშრომლობის მოდელის შექმნა, რომელიც ერთდროულად აძლიერებს მკურნალობის ეფექტურობას და უზრუნველყოფს პაციენტის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
✅ ლექციათა ციკლის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო