თბილისი გასტრო კვირეული დასრულდება ენერგიულად და დახვეწილად დაგეგმილი დახურვის წვეულებით, რომელიც გაიმართება კაფე Dalood-ის სივრცეში — გარემოში, სადაც მუსიკა და საღამოს თანამედროვე ენერგია ერთ სრულ გამოცდილებად გაერთიანდება.
საღამო გააერთიანებს დიჯეის დინამიკურ სეტებს, მაღალი კლასის კოქტეილებსა და პრემიუმ სასმელების შერჩეულ კოლექციას, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო ელეგანტურ ხასიათს შესძენს.
კანაპეების სექცია წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი მაღალი დონის გასტრონომიული მინიატურებით, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე ხედვით, სიზუსტითა და დახვეწილი გემოების ბალანსით.
ალექსანდრე ბაინდურაშვილი სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეული შეფი შექმნის თანამედროვე, ელეგანტურ და მაღალი სტანდარტის გასტრონომიულ გამოცდილებებს, ხოლო თბილისი გასტრო კვირეულის ფარგლებში სტუმრებს წარუდგენს ამ ღონისძიებისთვის შექმნილ ექსკლუზიურ გურმანულ კანაპეებს.