Gastronome Wines & Spirits გიწვევთ კოქტეილების მასტერკლასზე.
საღამოს განმავლობაში ერთად მოვამზადებთ და დავაგემოვნებთ რამდენიმე კლასიკურ და თანამედროვე კოქტეილს.
ერთად აღმოვაჩენთ მიქსოლოგიის საფუძვლებს, ვისაუბრებთ სპირტიანი სასმელების, ლიქიორებისა და სხვა ინგრედიენტების სწორ შერწყმაზე, კოქტეილების მომზადების ტექნიკებსა და თითოეული სასმელის უნიკალურ ხასიათზე.
მასტერკლას გაუძღვება Gastronome Wines & Spirits - ის ალკოჰოლური სასმელების მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ჯორბენაძე.
ბილეთის ღირებულება: 100 ლარი
თარიღი: 16.07.26
დრო: 20:00
ლოკაცია: Wines & Spirits by Gastronome
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 სთ
მონაწილეობა: 18+