ახლო ხედი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ახლო ხედი
ინგლისური, რუსული

აღწერა

თავისებური docu-fiction-ია, რომელმაც რეჟისორს დასავლეთში ფართო აღიარება მოუტანა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე სასამართლო პროცესის შესახებ, სადაც განიხილებოდა კაცის საქმე, რომელიც თავს ცნობილ რეჟისორ მოჰსენ მაჰმალბაფად ასაღებდა და ადამიანების ნდობას იმით იპოვებდა, რომ საკუთარ არარსებულ ფილმში როლებს ჰპირდებოდა.

აი, რას წერს ამ შესანიშნავ ფილმზე არანაკლებ გამორჩეული ფილოსოფოსი ჟან-ლუკ ნანსი:

„ამ ფილმში ის, რაც შეიძლებოდა უწყინარი შეპყრობილობის ისტორიად ან კინემატოგრაფიული ილუზიის მხილებად ქცეულიყო, საბოლოოდ ნამდვილ რეჟისორთან — უფრო სწორად, ორ ნამდვილ რეჟისორთან — შეხვედრით სრულდება: იმ რეჟისორთან, რომლის სახელსაც მთავარი გმირი ირგებდა, და თავად კიაროსტამისთან. ამავე დროს, ფილმი რეალობას უბრუნდება, რასაც თან ახლავს მისი თანდათანობითი ჩაქრობა: ხმა დროდადრო ქრება, გამოსახულება ფოკუსს კარგავს და იშლება ანარეკლების მორევში, რომლებიც საქარე მინიდან უკანა ხედვის სარკეებზე გადადის — ვარსკვლავებივით მოციმციმე, ელვარებით სავსე. თითქოს ისმის სიტყვები: „ახლა ყველაფერი გავიგე!“ და წითელი ყვავილების თაიგული, რომლის ფერიც აშკარად შეგნებულად არის შერჩეული, კვეთს ხმაურიანი ქუჩის მოლურჯო-მონაცრისფრო პეიზაჟს. ეს თაიგული თავად კინოს მთავარი ნიშანივით გვევლინება — მზერის კვირტის გახსნა ყოველდღიური ცხოვრების აურზაურის შუაგულში.“

ფოტო და ვიდეო

ახლო ხედი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება