პარასკევს, 18 ივლისს, 19:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით წმენდის ცერემონიაზე ინტენსიური ბგერითი თერაპიით, რომელსაც გაუძღვება მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიისა და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი, ნელი აგირბა.
ბგერითი თერაპიის სესიაზე დასწრების ღირებულებაა: 80 ლარიდან 108 ლარამდე თქვენთვის მოსახერხებელი თანხა.
რა გველის წმენდის პრაქტიკაზე ინტენსიური ბგერითი თერაპიით?
ამის შესახებ ნელი თავად მოგვიყვება:
„წმენდის პრაქტიკა მიზნად ისახავს ემოციურ და ენერგეტიკულ ზრდას. გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ საკუთარ ჩრდილებსა და რეპრესირებული ნაწილებს და მიიღოთ გზავნილები მაღალი მესგან.
წმენდის შედეგად ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც გვახსენდება ჩვენი უკვდავი არსი და შიშებს ანაცვლებს თავისუფლება და სიყვარული.
რამდენად შესაძლებელია გათავისუფლება ერთ სესიაში?
ტრანსფორმაციის ტემპი ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია მონაწილის ცხოვრებისეული გზის ეტაპზე, განზრახვის ძალასა და სხვა ფაქტორებზე.“
რა ნაწილებისგან შედგება სესია?
* გაზიარების/სინერგიის წრე;
* სამედიტაციო ჩაი;
* ფიზიკური/სომატური პრაქტიკა - ცენტრირება და ემოციურ-ენერგეტიკული ბლოკების დაძვრა;
* პრანაიამა - სხეულისა და გონების ენერგეტიკული ცენტრირებისა და ფსიქიკური ენერგიის ზრდისთვის;
* შინაგანი კონცენტრაციის პრაქტიკა ღრმა მოდუნების პროცესში ვერბალური გიდირებითა და ტიბეტური თასების თანხლებით;
* ბგერითი წმენდა - კვარცის კრისტალური თასების, გონგის, არფისა და სხვადასხვა ეთნიკური ინსტრუმენტების ვიბრაციებით;
* ინტეგრაცია - დაცვითი პრაქტიკა;
* გაზიარების წრე - ერთობაში დაბრუნება;
მონაწილეობისთვის რაიმე გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი.
რა გავითვალისწინოთ ბგერითი თერაპიის სესიამდე?
არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცი;
არ იკვებოთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე;
სასურველია, თუ გექნებათ მცირე შესვენება გარე ინფორმაციისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუნდაც 1 საათით ადრე შეხვედრამდე;
ჩაიცვით მოხერხებული, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი;
თან იქონიოთ ბლოკნოტი და კალამი სესიის შემდგომი რეფლექსიისთვის.
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001