3 იანვარს კონცეპტArt წარმოგიდგენთ პროექტს - კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის ACOLADA .
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალურად მომზადებული მუსიკალური პროგრამის გარდა, ჩვენი არტისტები იქნებიან მთხრობელები. ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსები სესილია სანებლიძე (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), ელენე გოგოძე (ალტი) და გიორგი გურგენაძე (ჩელო) შეეცდებიან პროექტი გახადონ ინტერაქციული და ბავშვებს მისცენ წარმოდგენაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პროგრამაში გაერთიანებული იქნება მოცარტის, ჰაიდნის და სხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, აგრეთვე, გია ყანჩელის, სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის შედევრები.
ერთ-ერთი მთხრობელი იქნება მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტისთვის ACOLADA სასცენო კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა ლაშა გაბუნიამ. დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე, სცენარის ავტორი და კრეატიული პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე.
მუსიკალური პროექტის მიზანია ბავშვების კომპლექსური და კრეატიული აზროვნების უნარის განვითარება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი, დაარსებული 1925 წელს და სახელწოდება მინიჭებული მის ლეგენდარულ დირიჟორ ევგენი მიქელაძის სახით, გამოდიოდა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად პრესტიჟულ სცენებზე.
2005 წლიდან მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ნიკოლოზ რაჭველი.
