მიესალმეთ ზაფხულის საღამოს განსაკუთრებული მუსიკალური მოგზაურობით. გეპატიჟებით კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც სრულიად განსხვავებულ, გამწვანებულ ღია სივრცეში ჩატარდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი მსმენელისთვის, სიმწვანისა და ბუნების პარალელურად, ღია ცის ქვეშ ისიამოვნოს ცოცხალი შესრულებით. საღამოს განმავლობაში აჟღერდება კლასიკური მუსიკის გენიოსების – იოჰან სებასტიან ბახის, იოზეფ ჰაიდნის, ფრედერიკ შოპენისა და ფერენც ლისტის უკვდავი და გამორჩეული ნაწარმოებები