ქალაქის თეატრის მე-4 დაბადების დღე
2 ივლისს ქალაქის თეატრი 4 წლის ხდება. ტრადიციულად, ამ დღეს სივრცე ჩვეულებრივ ფორმატს ტოვებს და გარდაიქმნება დიდ საიუბილეო ივენთად, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას, დღისა და ღამის სცენებს ერთიან სივრცეში აერთიანებს.
წელს საიუბილეო პროგრამა ერთდროულად 3 დამოუკიდებელ სივრცეში გაიშლება:
☀️ DAY PHASE: თეატრის ეზო
დღის ფაზა სრულად ეთმობა ქართული ბენდების ცოცხალ ჟღერადობას და ფესტივალის მუხტს.
ლაინაფი: ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა, ჯგუფი არა, შერეკილები.
🎤 ALTERNATIVE STAGE: ღია მიკროფონი
სპეციალურად იუბილესთვის, ეზოს პარალელურად იხსნება ალტერნატიული პლატფორმა ახალი ტალღის (Newcomer) ბენდებისთვის, სადაც Open Mic სესიები ჩატარდება.
🌙 NIGHT PHASE: Club RAISER (აფთერ-ფართი)
საღამოს ივენთი ინაცვლებს რეიზერის ანდერგრაუნდ სივრცეში, სადაც ელექტრონული მუსიკა დილამდე გასტანს.
DJs: Yamoc, Le Nomad , Maxara.
🎟️ ბილეთები და საფასო პოლიტიკა:
ბილეთების რაოდენობა ლიმიტირებულია და ფასი გაიზრდება ეტაპობრივად:
I კალათა (Early Bird): 60 ₾
II კალათა: 80 ₾
III კალათა (Final Release / კარზე): 100 ₾
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ღონისძიების მხარდამჭერები: RedBull, შავი ლომი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება