City Lights / ლიზა ბათიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

City Lights / ლიზა ბათიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი

City Lights-ის საერთაშორისო პრემიერა 2023 წლის 14 მაისს ბერლინში თეატრში პოტსდამზე შედგა. City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოსაირესი, ნიუიორკი, თბილისი და სხვა.თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით. დასაწყისი: 19:00
City Lights / ლიზა ბათიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი
1 Melikishvili Street, Tbilisi
advertising

აღწერა

19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გიწვევთ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ალბომის City Lights-ის მიხედვით დადგმულ მუსიკალურ წარმოდგენაზე. პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან. 

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი
1 Melikishvili Street, Tbilisi
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება