კინოს ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ფილმი.
ფეშენებელურ მამულში გარდაიცვლება გაზეთების მაგნატი, რომელმაც სიკვდილის წინ წარმოთქვა იდუმალი სიტყვა — „rosebud“ („ვარდის კვირტი“). მისი სიკვდილი საზოგადოებაში დიდ გამოხმაურებას იწვევს და ჟურნალისტთა ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო ის სინამდვილეში, რა გადაიტანა თავისი ხანგრძლივი, აღმავლობებითა და დაცემებით სავსე ცხოვრების განმავლობაში… და ბოლოს — რას ნიშნავს მაინც ეს „rosebud“?
რა არის „მოქალაქე კეინი“?
ეს არ არის მხოლოდ მახვილი სატირა მედია-ბიზნესისა და დიდი კაპიტალის სამყაროზე.
ეს არ არის მხოლოდ პამფლეტი „ყვითელი“ ჟურნალისტიკის წინააღმდეგ.
ეს არ არის მხოლოდ დაუნდობელი ანალიზი ომამდელი ამერიკის საზოგადოების მდგომარეობისა.
ეს არ არის მხოლოდ ფიქრი იმაზე, რას აძლევს ადამიანს ძალაუფლება და რას ართმევს გარდაუვლად.
ეს არის ფილმი იმაზე, რომ ადამიანი (ნებისმიერი ადამიანი) ამოუცნობია — ისევე, როგორც ის თითქოსდა გადაუთარგმნელი „rosebud“. სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის ცოდნა ან მისი ეტიმოლოგიის გარკვევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაგებას.
შეუდარებელი და აუხსნელია არა მხოლოდ მოქალაქე კეინი, არამედ მისი შემქმნელიც — ავტორი, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ათამდე შედევრი შექმნა, თუმცა მაინც ვერ გადააჭარბა საკუთარ დებიუტს.
„ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
