Ciskari Garden კუს ტბაზე, 26 ივლისს, ქართული ტექნო სცენის ბრწყინვალე ოთხეულს წარმოგიდგენთ. საზაფხულო სერიის ღამეზე ცისკარის მწვანე სივრცეში დაუკრავენ ვირტუოზი შემსრულებელი, ტექნიკური სრულყოფილებით გამორჩეული ეპიკური მარათონული სეტების ავტორი Kancheli; კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე Newa, რომლის შემოქმედებამ ისეთ აღიარებულ საერთაშორისო ლეიბლებზე დაიდო ბინა, როგორიცაა Klockworks და Semantica; საკლუბო კულტურის აქტივისტი და გულშემატკივარი, არაერთი მუსიკალური კომუნისა და საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელი NDRX; და სცენის იდუმალი ფიგურა, გამოცდილი სელექტორი Zitto, რომლის ხედვებმა და მუსიკის მიმართ უკომპრომისო მიდგომამ ფუნდამენტური როლი შეასრულა თბილისური ტექნო ჟღერადობის ჩამოყალიბებაში.
ასაოკობრივი შეზღუდვა: 18+