ცირკი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ცირკი

ცირკი

ცირკი
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.02.2026
პარასკევი
20:00
20
27.02.2026
პარასკევი
22:00
20

აღწერა

ცირკია, ცირკი! 

 

ჩვენ, ვისაც ჟონგლიორობის ათვისებისთვის ნერვი არ გვეყო, ჯამბაზობის ვნებას უხეირო ხუმრობებით შთავბერეთ სული. 

 

ჩვენ, ვინც ვერც დათვს ვასწავლეთ უნიციკლის მართვა და ვერც სპილოს ლობიოს ამოზელვა, გესლიან ფანჩლაინებში ვპოვეთ კომფორტი. 

 

ჩვენ, ვინც ჩაძინებამდე დიდ, წრიულ სცენაზე ვოცნებობდით, მიწისქვეშა ბარებში დავიდეთ ბინა. 

 

ცირკია, ცირკი! ოღონდ Standup Tbilisi-სგან. 

 

გეპატიჟებით წლის მთავარ სთენდაფ წარმოდგენაზე, სადაც ჩვენს ბოლო თვეებში გამოწუწვნილ ხუმრობებს ზეპირად ჩაგაბარებთ. 

 

შეხვედრამდე 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

ცირკი

ადგილი