7 აგვისტოს, 19:00 საათზე, სასტუმრო „Le Meridien“-ში გაიმართება ორიგინალური კინემატოგრაფიული სტილის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი.
ახალგაზრდა და ნიჭიერი არტისტი, ლიორი, შეასრულებს საკუთარ კომპოზიციებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა. კონცერტი მისი სადებიუტო ალბომის პოპულარიზაციის ნაწილია. შეგიძლიათ მოისმინოთ ცოცხალი საფორტეპიანო მუსიკა, რომელსაც სხვა ინსტრუმენტებიც დაემატება.
პროგრამაში ასევე შევა ცნობილი სიმღერების ქავერები, რომლებსაც ლიორი როგორც ვოკალისტი შეასრულებს, პიანისტ გიორგი დიასამიძესთან ერთად.
კონცერტი ჩატარდება რესტორან „La Brasserie“-ში, რომელიც „Le Meridien“ სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს.
ბათუმის ახალი მიმართულება გახსნილია Le Méridien Batumi-სთან ერთად
#LeMeridienHotels #DestinationUnlocked