მენიუ
16.02-დან 21.02-მდე Cinemaholics Tbilisi-ში “დოგმენი” (რეჟ. ლუკ ბესონის, 2023)
ლუკ ბესონის ახალი ფილმი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომის ნომინანტი გახდა- ,,დოგმენი“ ერთდროულად მოიგებს ცხოველების მოყვარული, ცხოვრებისგან დასახიჩრებული და მარტოსული ადამიანების გულს.
ტრაგიკული წარსულის მქონე დაგლას მანროუ (ქეილებ ლანდრი ჯონსი) ხსნას ძაღლების სიყვარულში პოულობს. ფილმი სავსეა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით: ძალადობითა და სინაზით, სიყვარულითა და უსიყვარულობით, სასოწარკვეთითა და უცნაური იმედით, რომელიც ყველაფრისგან გაწბილებული ადამიანის გულში შეიძლება დაიბადოს.