10 ივლისს, 21:00 საათზე.
მცხუნვარე მზე
ფილმის შესახებ:
აგვისტოს ცხელ დღეს მდინარეზე საბანაოდ გაპარული 10 წლის ბავშვები ნაპირზე კაცის გვამს პოულობენ. სახლში დაბრუნებისას ნაცნობი და ათასჯერ გავლილი ბილიკი სიმინდის ყანაში აქამდე გამოუცდელ და გაუცნობიერებელ შიშს ჰგვრით.
რეჟისორი : ნუცა წიქარიძე
ხანგრძლივობა: 18 წუთი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2024
გამოფიტული ხალხი
ფილმის შესახებ:
წლების არყოფნისა და წარუმატებლობის შემდეგ შვილი იძულებულია დაბრუნდეს და იცხოვროს თავის მოხუც მამასთან ერთად. ორი მამაკაცი ცდილობს გაუმკლავდეს თავის მოგონებებს, ოცნებებსა და შიშებს იმ ქალის გარეშე, რომელიც ოდესღაც მათ აერთიანებდათ.
რეჟისორი: რატი ონელი
ხანგრძლივობა: 16 წუთი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2023