ოთხშაბათს ვუყურებთ და ვსაუბრობთ სამხრეთკორეულ თრილერზე, რომელიც დაფუძნებულია ჰარუკი მურაკამის მოთხრობაზე.
ლი ჯონ-სუ, ახალგაზრდა, რომელსაც განსაკუთრებული საქმე არ აქვს, ხვდება თავისი უბნის გოგონას, ჰე-მის, რომელთანაც ერთად გაიზარდა. ის აპირებს აფრიკაში წასვლას და სთხოვს ახალ ნაცნობს, შეინახოს მისი კატა. თუმცა, დაბრუნებისას ის მარტო არაა — მასთან ერთად მდიდარი ახალგაზრდა ბენი ბრუნდება. ერთ დღეს, ეს წყვილი სტუმრობს ჯონ-სუს და ბენი უზიარებს თავის საიდუმლო გატაცებას. ამის შემდეგ ჯონ-სუ შფოთვას განიცდის და საშინელი წინათგრძნობა ემართება...