მუსიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცნობიერების ფორმირებაში. სპექტაკლი ,,კონკია“ როსინის ოპერის მიხედვითაა დადგმული და ამბავიც, სწორედ საოპერო მუსიკითაა მოთხრობილი. ვახტანგ ქორიძის სპექტაკლის მთავარი ამოცანაა მცირეწლოვან მაყურებელს ინტერესი გაუღვივოს კლასიკური მუსიკის მიმართ და გაუჩინოს მისი მოსმენის სურვილი. ენერგეტიკა, თუ ჰარმონია, რომელიც კლასიკურ მუსიკას გააჩნია მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის შინაგან მდგომარეობას და შემოქმედებითი გუნდის მიზანიც სწორედ ესაა - ხელახლა დაბადოს საზოგადოებაში, კლასიკური ნაწარმოების მოსმენის სურვილი.