საშობაო ბაზრობა Château Mukhrani-ში — 21 დეკემბერს
თუ გსურთ ლამაზი დღესასწაული ღვინით, მუსიკით და ევროპული შობის ატმოსფეროთი — ჩაინიშნეთ თარიღი.
21 დეკემბერს, 13:00-დან 19:00-მდე, Château Mukhrani გიწვევთ მესამე ყოველწლიურ საშობაო გამოფენასა და ბაზრობაზე.
შატოს ისტორიულ ინტერიერებში და მის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან საყვარელი ლოკალური ბრენდები და ახალი სტარტაპები — შესანიშნავი შესაძლებლობა საჩუქრების შესაძენად და სასიამოვნო დღის გასატარებლად.
სადღესასწაულო დეკორაციები და მყუდრო ზამთრის ატმოსფერო
გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი
ცოცხალი მუსიკა და DJ-სეტები
სპეციალური ზამთრის სადღესასწაულო მენიუ
ბავშვთა ზონა ანიმატორებითა და პერსონაჟებით
კულინარიული მასტერკლასები
XIX საუკუნის სასახლის ექსკურსიები
13:00–20:00 — საშობაო ბაზრობა
13:00–22:00 — Orangerie Restaurant: სადღესასწაულო მენიუ
13:00–17:00 — სასახლის ექსკურსიები (ყოველ საათში)
13:30–14:30 — მასტერკლასები: ჩურჩხელა და ტრადიციული პური
13:00–15:00 / 16:00–19:00 — DJ საახალწლო ქავერებით
14:00–17:00 — ბავშვთა პროგრამა
15:00–16:00 — ცოცხალი საქსოფონი
16:30–17:00 — ილუზიონისტის შოუ
