ქართველი ხელოვანების ნამუშევრების საშობაო გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე
გამოფენაში მონაწილეობენ:
მონაზონი ქეთევან ლომთაძე — მიკრომოზაიკური სამკაულების უნიკალური ხელწერა
მაიკო მაღალაშვილი - ტიხრული მინანქრის ოსტატი, რომელიც ძვირფასი ლითონებით ქმნის ხელოვნების ენას
ნინო მაჭარაშვილი - მხატვრული მინის დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც სინათლესა და ფორმას საოცრად აერთიანებს
ია ხიზანიშვილი - ბრენდის ENAMELIA ავტორი, რომელიც ოქროსა და ვერცხლში ასახავს ქართულ სულიერებას და ელეგანტურობას
ნანა ყაულაშვილი - თოჯინების ოსტატი, რომელიც ბავშვობის ნაზ სამყაროს აცოცხლებს; მისი ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მსოფლიოს გარშემო
თაკო მეგრელიძე — ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც საშობაო განწყობას შეგიქმნით
"სკუპპა" - ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო ყველა დეტალი
მაია ბატკუაშვილი - რობაქიძე - სიყვარულით შექმნილი, ექსკლუზიური ნამუშევრები, რომლებიც ძველ დროში გამოგზაურებთ
