13 თებერვალს თრაიბში აღვნიშნავთ ჩინურ ახალ წელს. დღესასწაული, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. ეს დღე ლუნარული კალენდრის მიხედვით ახალი წლის დასაწყისს აღნიშნავს, რომელიც უკავშირდება იღბალს, კეთილდღეობასა და ახალ დასაწყისს.
ამ საღამოს სივრცე სრულად იქნება მორგებული ჩინური ახალი წლის თემატიკაზე. სტუმრებს დახვდებათ დღესასწაულისთვის სპეციალურად შექმნილი დეკორაციები, ვიზუალური ელემენტები და შოუები, რომლებიც საღამოს ატმოსფეროს გაამდიდრებს. სტუმრებს კი შესაძლებლობას მისცემს,
ჩინური ახალი წელი განსხვავებულ და დასამახსოვრებელ ფორმატში აღნიშნონ.
