CHINA MOSES თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
CHINA MOSES

CHINA MOSES

CHINA MOSES
31, შ. რუსთაველის გამზ.
ბილეთის ფასი
დან96 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.11.2026
პარასკევი
21:00
96 ₾ - 960 ₾
96 ₾ - 960 ₾
ვრცლად
28.11.2026
შაბათი
21:00
96 ₾ - 960 ₾
96 ₾ - 960 ₾
ვრცლად

აღწერა

 

27 ნოემბერს, თათუზას სცენაზე, პირველად წარდგება ჩაინა მოზესი (China Moses) —საერთაშორისო აღიარების მქონე ჯაზისა და სოულის მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.

 

ჩაინა მოზესის გამოსვლამდე, 22:00-ზე, საღამოს ერთსაათიანი სეტით გახსნის ერიკ პერსონი (Eric Person).

 

ჩაინა მოზესი (China Moses) — ამერიკელი ჯაზისა და სოულის მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი და რადიოწამყვანი. დაიბადა ლოს-ანჯელესში, ცნობილი ჯაზმომღერლის, დი დი ბრიჯუოტერისა და რეჟისორ გილბერტ მოზეს III-ის ოჯახში, მოგვიანებით კი პარიზში დასახლდა.

 

1997 წლიდან გამოუშვა შვიდი სოლო ალბომი და ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან არჩი შეპი, ჯეიმი კალუმი, ტერენს ბლანჩარდი და ლაკეიშა ბენჯამინი. 2008 წელს დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია MadeInChina, რომლის ფარგლებშიც გამოიცა მისი ალბომები This One's for Dinah (2009), Nightintales (2017) და EP & the Vibe Tribe (2021).

 

ჩაინა მოზესს ექვს კონტინენტზე 800-ზე მეტ კონცერტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი კარიერა მოიცავს მუსიკას, თეატრს, კინოსა და ტელევიზიას. ის ასევე უძღვება გადაცემებს Made in China (TSF Jazz, საფრანგეთი) და Late Night with China Moses (Jazz FM, დიდი ბრიტანეთი).

 

მისი შემოქმედება აერთიანებს ჯაზს, სოულს, R&B-სა და თანამედროვე მუსიკას, ხოლო შესრულების სტილი გამოირჩევა იმპროვიზაციით, რიტმული თავისუფლებითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.

 

კარი იღება 21:00

დასაწყისი 22:00 — ერიკ პერსონი

ჩაინა მოზესი 23:00

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

TBC Concept - თიბისი კონცეპტი - ს VISA ბარათის და VISA signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

 

ფოტო და ვიდეო

CHINA MOSES

ადგილი

TATUZA Jazz Club

Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება