ჭილის ტბა | საბავშვო ერთდღიანი ლაშქრობა
კვირას მივემგზავრებით საბავშვო ლაშქრობაზე ჭილის ტბისკენ, რომელიც თბილისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1130 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გავივლით ტყეებსა და მინდვრებს, დავტკბებით თბილისის ულამაზესი ხედებით და დავისვენებთ ტბის სანაპიროზე. თუ დრო და ძალები დაგვრჩება, ავალთ დიდგორის მთის მწვერვალზეც.
მარშრუტის განმავლობაში ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ითამაშონ, იურთიერთონ და აქტიურად გაატარონ დრო ბუნებაში სხვა ბავშვების გარემოცვაში.
მარშრუტი ხაზოვანია და შედარებით მარტივი, გზად კი დასვენებისა და შესვენებებისათვის რამდენიმე გაჩერებას გავაკეთებთ.
ლაშქრობაში მონაწილეობა ბავშვს შეუძლია როგორც მშობლებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად, ჯგუფის შემადგენლობაში.