ბავშვთა ქალაქური ბანაკის სმენა: „ქვების და მინერალების სილამაზე“
შემოგვიერთდით უჩვეულო მოგზაურობაში არაცოცხალი ბუნების სამყაროში!
კვლევით ჯგუფთან A_Flow — სპეციალისტებისა და ხელოვანების გაერთიანება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მინერალების ნიმუშებს იკვლევენ და აგროვებენ — ერთად შევისწავლით მინერალებს და გავეცნობით ქანების ტიპებს.
შევისწავლით, როგორ გავარჩიოთ მინერალები ერთმანეთისგან, როგორ ვიპოვოთ ისინი ბუნებაში და როგორ მოვახდინოთ მათი ამოღება ქანიდან. კვარცი და ობსიდიანი, აგატები და გაქვავებული ხე… ასევე გავიგებთ, როგორ წარმოიქმნა ეს ყველაფერი და რა როლი შეასრულეს ვულკანებმა.
ყველა გაკვეთილი იქნება ინტერაქტიული და მოიცავს პრაქტიკულ საქმიანობას!