საბავშვო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
საბავშვო კონცერტი

საბავშვო კონცერტი

საბავშვო კონცერტი
Orbeliani St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თბილისი პიანო ფესტ 2025-ის მუსიკალური დღესასწაული ბავშვებისა და ოჯახებისთვის

თბილისი პიანო ფესტის ღია ცის ქვეშ კონცერტები უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. საბავშვო კონცერტი კი პირველად შარშან გაიმართა და იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ წელს დიდი მოთხოვნის შედეგად ბრუნდება ახალი პროგრამით.

კონცერტი განკუთვნილია ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც კლასიკური მუსიკა აინტერესებთ. ის მსმენელს ღია, ხალისიან და მეგობრულ გარემოში აცნობს კლასიკურ ინსტრუმენტებსა და რეპერტუარს - ინტერაქტიული, თავგადასავლებით სავსე გზით.

მასში მონაწილეობას იღებენ: გია ყაჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ცნობილი ქართველი პიანისტები - დავით ალადაშვილი და ვალერიან შიუკაშვილი.

ფოტო და ვიდეო

საბავშვო კონცერტი

ადგილი

ორბელიანის მოედანი
ორბელიანის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში. მდებარეობს ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებს შორის. მოედანზე არის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღი, რომლის ცენტრში არის შადრევანი. ორბელიანის მოედანი განსაკუთრებით ცნობილია ყვავილების ბაზრით. ათასობით ყვავილით მოხატულ თაღოვან პავილიონებს ფლორის ათასობით მოყვარული სტუმრობს. ამ ადგილებს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა. აქვე ნახავთ თბილისის ისტორიული გალავნის ნაშთებს. მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და იქცა კეთილმოწყობილ და მიმზიდველ ადგილად როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. აქ მდებარე შენობებში კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია. მოედნის ირგვლივ უამრავი კაფე და რესტორანი დაგხვდებათ, სადაც მყუდრო გარემოში სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ. განახლებული ორბელიანის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო ადგილია და უამრავ ადამიანს იზიდავს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება