ლამაზი ანიმე გოგონაზე, რომელიც მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობს — და ამბავი იმაზე, როგორ უნდა გაუმკლავდე საყვარელი ადამიანის დაკარგვას.
ამ ფილმით მაკოტო შინკაი გამოხატავს ღრმა პატივისცემას თავის საყვარელ რეჟისორს — ჰაიაო მიაძაკის. სწორედ ამ ანიმეს შემდეგ გაძლიერდა საუბარი იმაზე, რომ მიაძაკის, როგორც იქნა, გამოუჩნდა ღირსეული მეტოქე (ან იქნებ მემკვიდრე?). ფილმში იგრძნობა “ციური ციხესიმაგრის”, “ჩემი მეზობელი ტოტოროს” და “მოჩვენებებით გატაცებულის” მოტივები.