ჩიკატაი - პატარა კურდღლების კერვის ვორქშოპი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ჩიკატაი - პატარა კურდღლების კერვის ვორქშოპი

ჩიკატაი - პატარა კურდღლების კერვის ვორქშოპი

ჩიკატაი - პატარა კურდღლების კერვის ვორქშოპი
Tbilisi, Georgia
ინგლისური, რუსული, ფრანგული, ქართული

აღწერა

საკუთარი ხელით შექმნილი პატარა მეგობარი - ჩიკატაის კურდღლების ვორქშოფი 

ჩიკატაის ვორქშოფზე ბავშვები საკუთარი ხელით შექმნიან პატარა რბილ კურდღლებს.

ჩვენი გუნდის დახმარებით, ბავშვები თავად ამოავსებენ წინასწარ მომზადებულ კურდღლებს რბილი შიგთავსით, ჩააცმევენ ტანსაცმელს და შექმნიან საკუთარ პატარა მეგობარს, რომელსაც სახლში წაიღებენ.


ვორქშოფი აერთიანებს თამაშსა და შემოქმედებით პროცესს. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკისა და ხელის კოორდინაციის განვითარებას, ავითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციასა და მოთმინებას.


ასაკი: 6+

მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 10 ბავშვი

ხანგრძლივობა: 80–90 წუთი

ფასი: 110 ₾


მასალები:

* ქსოვილი - ორგანული ბამბა (GOTS Certified)

* შიგთავსი - ანტიალერგიული სინთეტიკური ბამბა (OEKO-TEX STANDARD 100 Certified)


ყველა გამოყენებული მასალა ახალია.


ვორქშოფის ბოლოს ყველა ბავშვი სახლში წაიღებს საკუთარი ხელით შექმნილ ჩიკატაის კურდღელს სპეციალურ სასაჩუქრე ქისაში.

ფოტო და ვიდეო

ჩიკატაი - პატარა კურდღლების კერვის ვორქშოპი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება