Chicago თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
Chicago

Chicago

Chicago
99 Beliashvili St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან170
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

04.02.2026
ოთხშაბათი
20:45
170

აღწერა

4 თებერვალს, „წისქვილი ჯგუფი“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული მუსიკალურ ვოდევილს - „ჩიკაგოს“!

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა.

მიუზიკლი ეფუძნება, მაურინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო თრიბუთის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები კი რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი✨

„ჩიკაგო“- ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით🔥

32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ლეგენდად ქცეული მიუზიკლის - „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე დღეიდან საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდება!

ამ შთამბეჭდავ სამმოქმედებიან წარმოდგენას, ვახშმის თანხლებით "თეატრში" წარმოგიდგენთ🌟
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

დამდგმელი რეჟისორი:
ზაალ ჩიქობავა
შემოქმედებითი ჯგუფი:
♦მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
♦ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
♦ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის - „ჩიკაგოს“ - მოტივებზე)
♦სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
♦დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
♦კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
♦მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
♦ხმის რეჟისორი: ვლადიმერ ალექსეევი
♦მაკიაჟი: თინათინ რატიშვილი
♦ვარცხნილობა: თამუნა ყამბარაშვილი
სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი:
ნიკოლოზ ჯიბუტი
ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
კარი იხსნება: 20:00 სთ
შოუ და ვახშამი: 20:45 სთ
🎟ბილეთების შესაძენად: https://teatri.ge/Chicago_04_02_2026/
📞დეტალური ინფორმაციისთვის: +995 577 000 888

ფოტო და ვიდეო

Chicago

ადგილი

«თეატრი» (წისქვილი)
"თეატრი" - მულტიფუნქციური პავილიონია, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. "თეატრში" ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით. ასევე დაესწროთ დაჯილდოებას, კონფერენციას, კერძო წვეულებას, კორპორატიულს, ქორწილს, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება