ჩიკაგო • ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჩიკაგო • ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

ჩიკაგო • ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

ჩიკაგო • ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
1, აღმაშენებელის გამზ. (ქუთაისი)
ბილეთის ფასი
დან80 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

05.11.2026
ხუთშაბათი
19:00
80 ₾ - 100 ₾
80 ₾ - 100 ₾
ვრცლად

აღწერა

5 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში  „წისქვილის თეატრი“ ლეგენდარულ მიუზიკლ  „ჩიკაგოს“ წარმოგიდგენთ.

 

„ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა დამარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზემეტი მაყურებელი - ეს მიუზიკლის რეკორდია.

 

 „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე უკვე საქართველო და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდა.

 

მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკისისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელიქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. 

 

მონაწილეობენ: 

ანა ქურთუბაძე, მარიამ როინიშვილი, ანდრია გველესიანი, გიგი დედალამაზიშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, მარიკო ებრალიძე, ბარბარე ურიდია, ანა წერეთელი, ანა გვანცელაძე, თამთა შალამბერიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ანდრია ზაქარაია, გიორგი გიგიბერია, თეკლა სულაქველიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი სუთიძე, გიორგი ჩხეიძე, დავით მეტრეველი, ბარბარე ჩხეიძე, თეო კოჭლამაზაშვილი, ნუცა ტარუაშვილი, ნატაშკა იაშვილი, ანა შუბლაძე, ლონდა ტყემალაძე.

 


 

შემოქმედებითი ჯგუფი:

• დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
• რეჟისორი: გურანდა იაშვილი
• მუსიკალური ხელმძღვანელი: თამუნა არჩვაძე
• ქორეოგრაფი: გიორგი ტორიაშვილი
• ქართული ტექსტი: თეა ყიფშიძე, სოსო ყიფშიძე 
(ფრედ ებისა და ბობ ფოსის წიგნის მიხედვით მორინ დალას უოტკინსის პიესის„ჩიკაგოს“ - მოტივებზე)
• სიმღერების ტექსტი: ირინა სანიკიძე
• დამდგმელი მხატვარი: ანა ნინუა
• კოსტიუმები: ლაშა ჯოხაძე
• მხატვარ-გამნათებელი: გელა მუმლაძე
• ხმის რეჟისორი: რომა მატვეევი
• მაკიაჟი: თინათინ რატიშვილი, ეკატერინე ჯაფარიძე
• ვარცხნილობა: თამუნა ყამბარაშვილი, თამუნა იაძე
• სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯიბუტი
 


18:00 - კარის გახსნა

 

ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

ჩიკაგო • ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

ადგილი