World Fitness Federation Georgia წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროფესიონალურ ჩემპიონატს ბოდიბილდინგში, რომელიც გაიმართება 22 ივნისს, ბათუმში.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სპორტსმენები, რომლებიც იბრძოლებენ პროფესიონალური ბარათებისთვის აბსოლუტურ კატეგორიებში.
შეჯიბრებაში ჩაერთვებიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები სხვადასხვა სანახაობრივ ნომინაციაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ჩემპიონატის სპონსორები, რომლებიც დაარიგებენ საჩუქრებს.
ღონისძიებას დაესწრებიან ქართული და საერთაშორისო ოფიციალური პირები.
ადგილმდებარეობა: ბათუმის ზაფხულის თეატრი
დაწყება: 14:00
ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს
შენობა აღდგა 2013 წელს, 2001 წლის ხანძრის შემდეგ.
თეატრის თავდაპირველი ხის ნაგებობა აშენდა 1947 წელს, არქიტექტორების — კახა ჯავახიშვილის და ბოგდან კირაკოსიანის მიერ.
ბათუმი, 2022