მენიუ
ცდუნება, როგორც სამყაროში ადამიანად ყოფნის შემეცნების გზა.
“ადამიანის ტრაგედია” ეძიებს სიცოცხლის არსს. მოქმედი პერსონაჟები ცდილობენ ჩასწვდნენ ადამიანის ცხოვრების მთავარ დანიშნულებას. სხეულის ენით მოთხრობილი მოქმედების ჯაჭვი ასახავს “დიად მოგზაურობას” მარადიული ბრძოლის მიზეზებსა და ადამიანურ ინსტიქტებს შორის.
ბევრი დაბრკოლების მიუხედავად სპექტაკლში არსებული პერსონაჟები ცდილობენ გაიგონ იმედისა და ბრძოლის მნიშვნელობა, ჩავიდნენ ადამიანური სიღრმეების ისეთ უტოპიურ შრეებში, რომელიც კონკრეტულ მოცემულობას განზოგადებულს გახდის, დასვამს კითხვებს და მაყურებელში გააჩენს ემპათიის იმპულსებს. წარმოდგენაში არსებული აბსტრაქტული სიმბოლოები ადამიანის ცხოვრებისეული რუკის მთავარი გზამკვლევი ელემენტებია, რომელიც ალუზიურ სამყაროს ქმნის და ცდილობს თავისებურად ამოხსნას ადამიანად ყოფნის თავსატეხი.