CHEF თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
CHEF
ინგლისური

განრიგი

08.08.2026
შაბათი
20:00
15 ₾ - 24
15 ₾ - 24
ვრცლად

აღწერა

ოჯახები ყოველთვის დიდ მოვლენებს არ სჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ზოგჯერ ამისთვის საკმარისია ერთი საგზაო მოგზაურობა, გემრიელი კერძი და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა.

ჯონ ფავრო ფილმ Chef-ში ერთდროულად სცენარისტის, რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის ამპლუაში გვევლინება. ის ასრულებს ნიჭიერი შეფ-მზარეულის, კარლ კასპერის, როლს, რომლის წარმატებული კარიერა მოულოდნელად იცვლება. ამერიკაში პატარა ფუდტრაკით მოგზაურობა, რომელსაც ის თავის მცირეწლოვან შვილთან და საუკეთესო მეგობართან ერთად იწყებს, მალე მხოლოდ ახალი პროფესიული დასაწყისი აღარ არის — ეს შესაძლებლობაა, თავიდან აღადგინოს კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

Chef ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მხიარული და შთამაგონებელი ფილმია. ის სავსეა გულწრფელი იუმორით, უგემრიელესი კერძებით, ენერგიული მუსიკითა და ისეთი სითბოთი, რომელიც მაყურებელს პირველივე წუთებიდან იზიდავს. ეს არის ფილმი, რომელიც თავიდან ბოლომდე ღიმილს არ გაცლით.

ჩვენი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება ოჯახებს — მათ, რომლებშიც დავიბადეთ, და მათ, რომლებიც თავად შევქმენით — Chef გვახსენებს, რომ ყველაზე ძლიერი კავშირები გრანდიოზული ჟესტებით კი არა, ერთად გატარებული უბრალო მომენტებით იქმნება. ეს იდეალური ფილმია ზაფხულის საღამოსთვის — კარგ მეგობრებთან ერთად, საყვარელი სასმლით ხელში და ძველი თბილისის მზის ჩასვლის ფონზე.

განრიგი

🕗 20:00 — მობრძანდით ადრე, რომ საღამოთი სრულად ისიამოვნოთ. აირჩიეთ თქვენი ადგილი, ესტუმრეთ FOMO Bar-ს, მიირთვით სასმელი და უყურეთ ძველი თბილისის ულამაზეს მზის ჩასვლას, სანამ მუსიკა ჟღერს და კინოთეატრი საღამოს ჩვენებისთვის ემზადება.

🎞 20:45 — თრეილერები.

🎬 21:00 — ფილმის ჩვენება.

ფოტო და ვიდეო

CHEF

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება