25 ივლისს - Tropicos Batumi-ში - სტამბოლში დაფუძნებული, უკრაინელი DJ Charmeine დაუკრავს. მასთან ერთად სცენას ასევე დაიკავებს: Jino Dollini.
სტამბოლში მცხოვრებმა უკრაინელმა DJ Charmeine-მა კარიერა 2020 წელს დაიწყო და მალევე მოიპოვა ადგილი DJ პულტთან, სადაც საცეკვაო მუსიკისადმი თავისი ვნება Monkey Project-ის მხარდაჭერით გამოხატა. მისი მუსიკალური სტილი აერთიანებს House, Afro House, Indie Dance და Organic House ჟანრებს.
Charmeine მსმენელის ყურადღებას ადვილად იპყრობს თავისი ენერგიით, რომელსაც ოსტატურად აერთიანებს საგულდაგულოდ შერჩეულ მუსიკებთან. სწორედ ამ უნარის წყალობით, მან შეძლო მონაწილეობა მიეღო თურქეთის წამყვან ფესტივალებსა და ისეთ ღონისძიებებში, სადაც მსოფლოდ ცნობილი არტისტები გამოდიან, მათ შორის არიან: Keinemusik, Dixon, Carlita, Âme, Audiofly, Birds of Mind, DJ Tennis, Glauco Di Mambro, Fideles, Marino Canal, Ivan Masa, Denis Horvat, Fedele, Oostil, Djume Soundsystem, Monkey Safari, Perel და Avangart Tabldot.
მნიშვნელოვან ადგილებსა და ფესტივალებს შორის, სადაც მას დაუკრავს, აღსანიშნავია: Sommer Klein Çeşme, Klein Phönix Istanbul, Milo Istanbul, Hangout Izmir, Before Sunset Çeşme, Isle of Escape Festival Göcek და Lucca Bodrum.
Monkey Project ლეიბლის მხარდაჭერით, Charmeine ამჟამად ემზადება საკუთარი მუსიკალური პროექტების გამოსაშვებად.