ღვინის მოყვარულებო, გელოდებით ვასსერშტრასეში ძალიან საინტერესო ღვინის დეგუსტაციაზე, სადაც გავსინჯავთ, უნივერსალურ ქართულ ჯიშს - ხიხვს. დეგუსტაციას წაიყვანს WSET 3 სერტიფიცირებული სომელიე თეონა თოხაძე და გაგასინჯებთ სხვადასხვა სტილში შესრულებულ ხიხვს, ხალასი ცქრიალადან მძიმეწონიან ქვევრამდე.