საქველმოქმედო ორგანიზაცია „მანიას ფონდი - სიკეთისთვის“ ატარებს თავის პირველ საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების გაერთიანება კეთილი საქმის გარშემო და დახმარების გაწევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის ბენეფიციარებს: მზრუნველობამოკლებულ ოჯახებს, მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს.
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, 7 წლიდან ყველას ჭირდება ბილეთი.
