საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდის მხარდასაჭერად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდის მხარდასაჭერად

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდის მხარდასაჭერად

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდის მხარდასაჭერად
23 Ilia Chavchavadze St., Tbilisi
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.07.2026
პარასკევი
20:00

აღწერა

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი 3 ივლისს, 20:00 საათზე მასპინძლობს საქველმოქმედო აუქციონს კაფე „მზიურში“

🎟️ აუქციონზე დასწრება თავისუფალია.

🏥 ფონდი 2018 წელს გიგო შიუკაშვილის ინიციატივით დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას, სამედიცინო კვლევების, კონსულტაციებისა და საჭირო მომსახურებების დაფინანსებას.

💙 გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი საჭირო სამედიცინო კვლევა და მომსახურება არ ფინანსდება სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით, ფონდის საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯების შესამსუბუქებლად.

💛 ფონდი სრულად შემოწირულობებით ფუნქციონირებს. აუქციონიდან მიღებული შემოსავალიც მთლიანად მოხმარდება ბენეფიციარების მხარდაჭერას.

🙏უქციონის ჩატარება შესაძლებელი გახდა კერძო პირებისა და კომპანიების გულისხმიერების, მათ მიერ შემოწირული სერვისებისა და ნივთების წყალობით.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის:
• ბაბალე
• ავერსი
• სტუდია ოთახი
• ლელი ბლაგონრავოვა – „ადამიანები ლელის ფოკუსში“
• Lumos
• Lema
• TUTA Silk
• TTG Travel To Georgia
• ცვარა
• Ici Paris

 

📌 ლოტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის საწყისი ფასები 💰შეგიძლიათ იხილოთ კატალოგში:
https://drive.google.com/.../10n_yQLn_3D0yoDWKt4wf...

🔄 კატალოგი მუდმივად განახლების პროცესშია და შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ ყველა შეთავაზებას. 

💛 მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი ლოტები შეიძინონ თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად და ამავდროულად მხარი დაუჭირონ მნიშვნელოვან სოციალურ საქმეს.

🤝 გელოდებით ყველას - ერთად შეგვიძლია მეტი ✨

ფოტო და ვიდეო

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდის მხარდასაჭერად

ადგილი

კაფე მზიური
ეს მზიურის კაფეა, სოციალური საწარმო, გემრიელი კერძების და საინტერესო ღონისძიებების ადგილი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება