„პერსონაჟების განვითარება“ — კურსის „ექსპერიმენტული წერილის თეორია და პრაქტიკა. ბლოკი II“ მესამე შეხვედრა
ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი თავის პოეტურ ესეში „ავტოპორტრეტი კაბინეტში“ ცდილობს უპასუხოს კითხვას: „რა რჩება იმ დღეებისა და წლების მიმდევრობიდან, რომლებიც ვიცხოვრეთ როგორც შეგვეძლო — საჭიროების კვალდაკვალ, რომლის კანონზომიერებას დღემდე ვერ ვშიფრავთ, და ამავდროულად ისე, როგორც შემთხვევამ გვიკარნახა?“
აგამბენის პასუხებსა და ჩვენს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიმუშავებთ პერსონაჟების შექმნაზე. განვიხილავთ, როგორ აისახება პერსონაჟების ხასიათი და მათი სუბიექტურობა მხატვრული ნაწარმოების სხვადასხვა ფენაში.
