კამერული მუსიკის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კამერული მუსიკის კონცერტი

კამერული მუსიკის კონცერტი

კამერული მუსიკის კონცერტი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

14.06.2026
კვირა
19:00
20

აღწერა

კამერული მუსიკის კონცერტი 

საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები 

მარიამ ობოლაშვილი/ ვიოლინო

სალომე ჟორდანია/ ფორტეპიანო 

 

ერნესტ შოსონი

პოემა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, Op. 25


მოდესტ მუსორგსკი

სურათები გამოფენიდან

გასეირნება

ჯუჯა

გასეირნება

ძველი ციხე-დარბაზი

გასეირნება

ტიუილრის ბაღი 

ძველი ურემი

გასეირნება

გამოუჩეკავი წიწილების ბალეტი 

ორი ებრაელი. მდიდარი და ღარიბი

ლიმოჟის ბაზრობა 

კატაკომბები. მკვდრებთან მკვდრების ენაზე

ქოხი ქათმის ფეხებზე 

კიევის გოლიათური კარიბჭე

*******


ეჟენ იზაი

სონატა #6 ვიოლინოსთვის


სეზარ ფრანკი

სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, ლა მაჟორი



თქვენს წინაშე წარსდგება ორი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი:

სალომე ჟორდანია, ფორტეპიანო და მარიამ ობოლაშვილი, ვიოლინო.


ამ დუეტის დებიუტი შედგა ა.წ. 27 თებერვალს BGS, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თაოსნობით ლონდონში. მათ მუსიკალური განათლება მიღებული აქვთ დიდ ბრიტანეთში. მარიამი 14 წლის ასაკში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა იეჰუდი მენუჰინის მუსიკალურ სკოლაში, სადაც 5 წლის განმავლობაში სწავლობდა. სალომე ჟორდანია სწავლობს გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლაში. 


კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ცნობილი მუსიკათმცოდნე მაიკლ ჩერჩი თავის სტატიაში წერს: “დავესწარი კონცერტს დიდებულ ბეარ შოურუმში, რომელიც ვიგმორ ჰოლთან მდებარეობს, სადაც ორმა გამორჩეულმა ახალგაზრდა მუსიკოსმა გასაოცარი ოსტატობა აჩვენა. დაიმახსოვრეთ ეს სახელები! პიანისტი, სალომე ჟორდანია და მევიოლინე, მარიამ ობოლაშვილი.


როგორც დუეტი, ისინი უბრალოდ განსაცვიფრებელნი არიან, ხოლო მათი სოლო შესრულება, არანაკლებ შთამბეჭდავია.

ფოტო და ვიდეო

კამერული მუსიკის კონცერტი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება