17 სექტემბრიდან დავიწყებთ სკოლის ფსიქოლოგის სასწავლო სასერტიფიკაციო კურსს, სადაც გაეცნობით სკოლის ფსიქოლოგის/არტთერაპევტის/არტპედაგოგის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სამუშაო მიმართულებებს, საორგანიზაციო ფორმატებსა და პრაქტიკებს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.
კურსი საშუალებას მოგცემთ:
პროფესიულად იმუშაოთ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან
დროულად გამოავლინოთ და ჩაასწოროთ მოსწავლის სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები - ემოციების რეგულაციიდან თვითშეფასების ამაღლებამდე, კომუნიკაციური უნარების გამჯობესებით, მათი შემოქმედებითი განვითარებით
მიიღებთ ცოდნას მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვისთვის
შეძლებთ, დაეხმაროთ მოსწავლეებს მათი პოტენციალის გამოვლენაში და პროფესიულ ორიენტაციაში
რა იქნება კურსზე:
ბავშვებისა და მოზარდების ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებები
არტთერაპიის ძირითადი მიდგომები და შესაძლებლობები
სკოლის ფსიქოლოგის/არტთერაპევტის/არტპედაგოგის საქმიანობის საორგანიზაციო ფორმები
სკოლის მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური პრობლემების დიაგნოსტიკა და კორექცია (ემოციური დარღვევები (შიში, შფოთვა, ბრაზი, აგრესია), დაბალი თვითშეფასება, ადაპტაციისა და ურთიერთობების სირთულეები
რესურსების განვითარება და მხარდაჭერა, პროფესიული ორიენტაცია
მშობლებთან მუშაობის პრინციპები და არტთერაპიული შესაძლებლობები
სრული კურსი - 8 შეხვედრა / 24 აკადემიური საათი
შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, 20.00 – 22.30.
კურსი იმართება ონლაინ, ZOOM პლატფორმაზე, რაც ნიშნავს, რომ კურსზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტი.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ წვდომა ონლაინ შეხვედრების ჩანაწერებთან.
კურსზე გამოვიყენებთ არტთერაპიულ დიაგნოსტიკურ, კორექციულ და განმავითარებელ სავარჯიშოებს, მათ შორის ხატვითი თერაპიიდან, ძერწვითი თერაპიიდან, მანდალათერაპიიდან, ბიბლიოთერაპიიდან, ზღაპართერაპიიდან, ქვიშათერაპიიდან, ასევე მეტაფორულ ბარათებს.
კურსის დასრულებისა და სერტიფიცირების გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი
ტრენერი - ეთერ ფილიპოვიჩი, ფსიქოთერაპევტი (ინტეგრირებული მიდგომა), პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, არტთერაპიის სასწავლო კურსების წამყვანი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი.
ვისთვის არის ეს კურსი:
პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის - დაისწავლით ბავშვთა ჯგუფებთან მუშაობის თავისებურებებს, მათთან ურთიერთქმედების შესაძლებლობებს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და კორექციას არტთერაპიული მეთოდებით.
პედაგოგებისთვის - შეისწავლით ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის თავისებურებებს, მოსწავლეთა თანხლებისა და ფსიქოლოგთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მიდგომებს და მეთოდებს მოსწავლეთა და პედაგოგების პროფესიული გადაწვის კორექციისთვის და პროფილაქტიკისთვის.
მშობლებისთვის - შეიძენთ ახალ გამოცდილებას ბავშვის ფიზიოლოგიაზე და ფსიქოლოგიაზე, მიიღებთ ახალ ჩვევებს ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, მათ შორის შემოქმედებითი ხერხებით, შეძლებთ იყოთ ბავშვის პროფესიული მხარდამჭერი მისი ცხოვრების სხვადასხვა გამოწვევისა თუ სირთულის წინაშე.
კურსზე ვიწვევთ ფსიქოლოგებს, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, არტთერაპევტებს, არტპედაგოგებს, პედაგოგებს, სპეცპედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს, ლოგოპედებს, დეფექტოლოგებს, მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა და შემოქმედებითი განვითარება.
კურსის ღირებულება - 350 ლ.
30 ივლისამდე, მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას - 320 ლ თითოეულისთვის.
**შესაძლებელია გადახდა 2 ნაწილად.
*** შესაძლებელია კურსის საფასურის გადახდა ორგანიზაციის მეშვეობით (ინვოისით).
კურსზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ მესიჯი "მსურს რეგისტრაცია სკოლის ფსიქოლოგის კურსზე“ მეილზე: artcourse.info@gmail.com
კონტაქტი: +995 599 471 477