ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის
7 Chovelidze (Belinski) St., Tbilisi
advertising
ქართული

განრიგი

21.02.2026
შაბათი
13:00

აღწერა

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის ლევან ფავლენიშვილთან - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტური ცხოვრების ფინანსურ რეალობას, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება. ვისაუბრებთ: ბიუჯეტირებაზე, შემოსავლებსა და ხარჯებზე, ემოციურ ფაქტორებზე, ანაბარზე, დანაზოგზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ფინანსური განათლება სულაც არ არის მოსაწყენი ან რთული - ის აუცილებელია ყველასთვის. მის გარეშე პირადი ბიუჯეტის მართვა ქაოტური და ჩვენგან დამოუკიდებელი ხდება, რაც არავის აწყობს.და თუნდაც ფინანსური განათლება „საშიშად“ ჟღერდეს, ბევრად ჯობს გამოწვევებს შესაბამისი ცოდნით შეხვდე, ვიდრე ცოდნისა და უნარების გარეშე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატი.

📌 ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში. 

📌 ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

📌 2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დაარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციტივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არერთი პროექტი გაუკეთებია.

ტრენინგი ჩატარდება 21 თებერვალს 13:00-დან 17:00-მდე, თამარ ჭოველიძის #7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე 🔗https://www.surveymonkey.com/r/7VPWCXF

ფოტო და ვიდეო

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის

ადგილი

ლოლიტა
შესანიშნავი ბალანსი ძველსა და ახალს შორის, ლოლიტა თანამედროვე საქართველოს არქეტიპია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება