Celestiа Events გთავაზობთ დაუვიწყარ საღამოს — 24 მაისს, ტერასა ორბელიანზე.
თბილისში დაარსდა ახალი ივენთ კომპანია, რომელიც სთავაზობს თავის მომხარებელს სასიამოვნო გარემოს, გემოვნებიან მუსიკას და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ტერასა ორბელიანზე, Celestia Events ატარებს თავის პირველ ღონისძიებას გრანდიოზული სიახლით. 24 მაისს თბილისი უმასპინძელებს მადრიდის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ, წამყვან DJ-ის სახელად - Jordaz-ს.
Jordaz, საერთაშორისო სცენაზე ცნობილი DJ და პროდიუსერია, რომლის მუსიკა აერთიანებს დიპ ჰაუსს და მელოდიურ ტექნოს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის ჰაუსისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის მთელს მსოფლიოში. მისმა ნამუშევრებმა არაერთხელ მიაღწია მილიონობით მსმენელამდე. მას ეკუთვნის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი რემიქსი “Adventure of Rapture”.
ესპანელ DJ-ისთან ერთად საღამო სრულყოფაში მოჰყავთ ქართველ არტისტებს:
ჯაბა გოგატიშვილი, რომელიც Celestia-ში დაუკრავს თავის ერთერთ სადებიუტო ტრეკს. ის ყოველთვის გამოირჩევა ენერგიული და პოზიტიური მუსიკით.
ნიკა ჩიქოვანი, რომლის დიჯეის სეტები ცნობილია სტილების მრავალფეროვნებით, მოიცავს დაუნტემპოს, ორგანიკ და აფრო ჰაუსს.
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+