აღწერა
Zhesht Events წარმოგიდგენთ: ფრანგული “Avant-Garde Black-Metal" სცენის ერთერთ უმნიშნელოვანეს ჯგუფად აღიარებული Celeste, თავისი black metal, post-metal, and hardcore საუნდების მიქსით ქმნის სასტიკ, აგრესიულ და ბნელ მუსიკას, რომელიც წლების განმავლობაშ მრაველი ჯგუფის ინსპირაცია გახდა. მათ ანგარიშზე ასობით უმძაფრესი კონცერტის, 5 ალბომის და ერთი EP-ს კონცერტის შემდეგ Celeste ახლა დიდ ევროპულ ტურში იმყოფება რომელიც საქართველოში და სომხეთში დასრულდება.