ფრთხილად ადამსები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფრთხილად ადამსები

ფრთხილად ადამსები

ფრთხილად ადამსები
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან18 ₾
ქართული

განრიგი

21.10.2026
ოთხშაბათი
19:00
18 ₾ - 30 ₾
18 ₾ - 30 ₾
ვრცლად
30.10.2026
პარასკევი
19:00
18 ₾ - 30 ₾
18 ₾ - 30 ₾
ვრცლად

აღწერა

მაშ, ასე!

სიამაყით წარმოგიდგენთ მათ უდიდებულესობა , უცნაურ და განუმეორებელ ადამსების ოჯახს🖤

სპექტაკლი მიუზიკლის ჟანრისაა და აგებულია ამერიკულ შავ იუმორზე ,რომელიც ხშირად ცდება სტანდარტულ კრიტერიუმებს და ქართულ ენას კარგადაა მორგებულიგი. ის გასაგებია როგორც დიდისთვის ასევე პატარებისთვისაც.

გაჯერებულია, როგორც მისტიკური, კომედიური და ქორეოგრაფიული სცენებით, ასევე შესანიშნავი მუსიკით რომელიც ბროდვეისეული მანერითაა მოწოდებული და ქართველი მსმენელისთვის ჯერ უცნობია.

სპექტაკლში მაყურებელი იხილავს როგორც საყვარელ ნაცნობ, ასევე გამოგონილ პერსონაჟებსაც. 

პიესის იდეა მარშალ ბრიკმანისა და რიკ ელისის წიგნის მიხედვითაა დაწერილი, თუმცა ქართული ვერსია ორიგინალური გახლავთ .

ინსცენირების ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი : ლევან გვაზავა

ქორეოგრაფი: დავით მეტრეველი

მხატვარი:ნინო კიტია

ტექნიკური რეჟისორი თამაზ ქარაული

მონაწილეობენ : ეკა შარიქაძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ანა ზამბახიძე, გიორგი ჯიქურიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ქეთი ჩაჩუა, ანი მღებრიშვილი, ზურა ავსაჯანიშვილი, გიორგი ბერიძე, ნინო ლეჟავა, დევი რეხვიაშვილი, სოფო ფერაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თაკო ჭანუყვაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნინო მანაგაძე, ზურა ხარაზიშვილი, ლევან ხვთისიაშვილი, ლევან გვაზავა, ნიკოლოზ ჭკადუა. 

ასაკობრივი ზღვარი 9+

ფოტო და ვიდეო

ფრთხილად ადამსები

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება