17-19 აპრილს მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build ბრუნდება.
რეგიონის მასშტაბით ინდუსტრიის შეხვედრის ადგილი თბილისი, ექსპოჯორჯია იქნება. აქ თავს მოიყრიან დეველოპერები, სამშენებლო კომპანიები, მასალებისა თუ დანადგარების მომწოდებლები, არქიტექტორები, დიზაინერები და ყველა სხვა, ვისაც სამშენებლო-სარემონტო სფეროსთან აქვს შეხება.
მონაწილე კომპანიებს გამოფენა სთავაზობს შესაძლებლობას:
წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება ასობით დაინტერესებული სტუმრის წინაშე
დაესწრონ Construction & Development საერთაშორისო ფორუმს
დაამყარონ ახალი კავშირები და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.
მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით:
+995 577 733 995
ttavadze@expogeorgia.ge
გამოფენაზე, რა თქმა უნდა, ველოდებით მშენებლობითა და რემონტით დაინტერესებულ კერძო პირებსაც.
ჩვენთან ერთ სივრცეში ნახავთ ყველა საჭირო პროდუქტსა თუ მომსახურებას, დაესწრებით ინოვაციების ვორქშოპებს და ისარგებლებთ განსაკუთრებული პირობებით.
დასწრება თავისუფალია!