მეგობრებო, გეპატიჟებით ბეწვიანი ბედნიერების, არომატული ყავისა და სიმყუდროვის დღეზე!
31 მაისს შევხვდებით Anxious&Tired-ში, რომ ერთად გავატაროთ დღე კატებთან, მშვენიერ ადამიანებთან და თბილ ემოციებთან ერთად.
რაც გელით:
კატები და კნუტები, რომლებიც სახლის ძიებაში არიან — მოდით, გაიცანით, მოეფერეთ და შეიყვარეთ!
მინი-მარკეტი ხელნაკეთი ნივთებით: სამკაულები, კერამიკა, სუვენირები, ცხოველებისთვის საჭირო პროდუქცია
სპეციალური მენიუ სასმელებითა და დესერტებით კაფესგან — ყველაფერს, რაც გულს გაათბობს
და ყველაზე მთავარი — მხარდაჭერის, სითბოსა და ზრუნვის ატმოსფერო.
თქვენი ყველა შენაწირი მოხმარდება ქუჩის კატების დახმარებას. ერთად ვაკეთებთ კეთილ საქმეს!