„კატალოგიზაცია, როგორც მხატვრული პრაქტიკა“ —
კურსის „ექსპერიმენტული წერილის თეორია და პრაქტიკა. ბლოკი II“ მეორე შეხვედრა
ტექსტის შინაარსი და მისი ფორმა შეიძლება სხვადასხვა ურთიერთობაში იყოს, თუმცა ხშირად სწორედ შინაარსი განსაზღვრავს ფორმას. ჩვენ შევეცდებით საპირისპირო სტრატეგიას: დავაკვირდებით, თუ როგორ შეუძლია ტექსტის ფორმას განსაზღვროს მისი შინაარსი.
ხორხე ლუის ბორხესის ტექსტის „ჯონ უილკინსის ანალიტიკური ენა“ და ლიდია ზინოვიევა-ანიბალის „ტრაგიკული ზოოპარკის“ მაგალითზე გავაანალიზებთ კატალოგის ფორმას და განვიხილავთ, რით განსხვავდება ასეთი თხრობა კლასიკური ნარატივისგან.
წერითი მხატვრული პრაქტიკის ფარგლებში შევქმნით საკუთარ კატალოგებს (კატალოგი შეიძლება იყოს ფოტოალბომი, ფიგურების კოლექცია ან საწერი ნივთების ნაკრები) და ამ ჩამონათვალის ყველა ან რამდენიმე პუნქტის შიგნით ვეცდებით მოვყვეთ მცირე ისტორიას ან შევქმნათ ჩანახატი/ექსპოზიცია.
