20 სექტემბერს, სასტუმრო Castello Mare-ში, გაიმართება განსაკუთრებული საღამო - „ზღვის შენახული ამბები“ ნიკა წულუკიძესთან ერთად. საღამო წაგიყვანთ მოგზაურობაში ციხისძირის ისტორიაში — პეტრას ციხის, ძველი ციხისძირისა და Castello Mare-ის წარსულის კვალდაკვალ.
მუსიკა, პოეზია და ცოცხალი შესრულებები შეხვდება რეალურ ისტორიებსა და ლეგენდებს. საღამოს გალამაზებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ბექნუ ქაფიანიძე, ანა მიტუაშვილი, არჩილ გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი.
ეს იქნება საღამო მათთვის, ვისაც უყვარს ცოცხალი ემოცია, საინტერესო ისტორიები და განსაკუთრებული სივრცის აღმოჩენა.
📍 სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე”, ციხისძირი
📅 20 სექტემბერი;
კარის გახსნა - 18:30 / დაწყების დრო - 19:30
3 წლამდე ბავშვის დაშვება ღონისძიებაზე იქნება უფასოდ.
შავი ზღვის სანაპიროდან მხოლოდ ერთი წუთის სავალზე მდებარე ეს მსუბუქი და მყუდრო კურორტი განთავსებულია რამდენიმე შენობაში.
ციხისძირის რკინიგზის სადგური მხოლოდ 3 წუთის სავალზეა, ხოლო ბათუმის ბოტანიკური ბაღი — 11 კილომეტრში.