კარტოგრაფია და თანამედროვეობა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კარტოგრაფია და თანამედროვეობა

კარტოგრაფია და თანამედროვეობა

კარტოგრაფია და თანამედროვეობა
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

განრიგი

29.10.2026
ხუთშაბათი
09:00
30.10.2026
პარასკევი
09:00
31.10.2026
შაბათი
09:00

აღწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) იწყებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების სერიის ჩატარებას სახელწოდებით „კარტოგრაფია და თანამედროვეობა", რომელიც გაიმართება 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში.

რიგით პირველი კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 29–31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებამ უკვე მიიღო საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (International Cartographic Association – ICA) ოფიციალური აღიარება და შეტანილია მის 2026 წლის ოფიციალური ღონისძიებების გრაფიკში.

ინტერდისციპლინარული ღონისძიების მიზანია კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული სისტემების და სივრცითი მონაცემების ანალიზის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოზიდვა, რათა მოხდეს უახლესი მიღწევების შესახებ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ასევე მოხდეს კარტოგრაფიული ტექნოლოგიების, მეთოდებისა და ინოვაციების გაცვლა და შეიქმნას პლატფორმა ამ სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ინდივიდუალური სპეციალისტების ეფექტური თანამშრომლობისათვის.

პირველი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, კარტოგრაფიის თეორიის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს.

ფოტო და ვიდეო

კარტოგრაფია და თანამედროვეობა

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება