Career Boost at Fabrika by Adjara Group თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Career Boost at Fabrika by Adjara Group

Career Boost at Fabrika by Adjara Group

Career Boost at Fabrika by Adjara Group
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების და აბიტურიენტების მხარდაჭერას სამსახურის მოძიებაში, იმ უნარ-ჩვევების სწავლების გზით, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი პიროვნების სწორად წარმოჩენასა და კარიერული პოტენციალის განვითარებაში. პროგრამის მიზანია, შექმნას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიული ინტერესების მქონე ადამიანები.

ფოტო და ვიდეო

Career Boost at Fabrika by Adjara Group

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება