კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man

კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man

კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან495
advertising
ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
06.05.2026
ოთხშაბათი
04:00
495
07.05.2026
ხუთშაბათი
04:00
495
08.05.2026
პარასკევი
04:00
495
09.05.2026
შაბათი
04:00
495
10.05.2026
კვირა
04:00
495

აღწერა

კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man

წამოდი ჩვენთან ერთად თურქეთის და მსოფლიოს საოცრებათა სამყაროში კაპადოკიაში სადაც გველოდება ისტორიული და ზღაპრული მოგზაურობა რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე

კაპადოკია არის ადგილი სადაც იმოგზაურებთ ერთდოულად წარსულში ქრისტიანულ ბილიკებზე და თანამედროვე სამყაროს საოცრებათა მოვლენის მომსწრეც გახდებით, საჰაერო ბურთების აფრენა და ზღაპრული მზის ამოსვლა კაპადოკიის ცაზე ეს უნდა ნახოთ ერთხელ მაინც ცხოვრებაში

 

ტურის გამართვის თარიღი

6-7-8-9-10 მაისი

დაჯავშნა უკვეე დაწყებულია

ტურის აღწერა

დღე I

თბილისი - ბათუმი - ტრაპიზონი

04:00 გასვლა თბილისიდან

10:30 ბათუმი (მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ბათუმში)

12:00 სასაზღვრო პროცედურები სარფის საბაჟოზე გასვლა ( ID ბარათით ან პასპორტით, აუცილებლად 6 თვეზე მეტი ვადით)

17:00 ტრაპიზონი

მცირე აია-სოფიას ტაძრის მონახულება, ტრაპიზონის იმპერიის დროინდელი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ტაძარი, თარიღდება XIII საუკუნით

19:00 გამგზავრება კაპადოკიის მიმართულებით 10-11 საათი მგზავრობა გზად ყოველ 3 საათში გაჩერება კვების ობიექტებთან

დღე II

07:00 ჩასვლა კაპადოკიიაში

დილიდან ვიწყებთ კაპადოკიის ულამაზესი სამყაროს დათვალიერებას

სოფელი ჩავუშინი კლდეში ნაკვეთი სოფელი, სადაც მდებარეობს წმინდა იოანე ნათლისმცემლის კლდეში ნაკვეთი ეკლესია

14:00 Check in - დაბინავება სასტუმროში დასვენება 3 საათი

გასეირნება საღამოს გორემეში და ტკბობა ზღაპრული მზის ჩასვლით კაპადოკიის ცაზე, დათვალიერება სუვენირების მაღაზიების და სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი ტრადიციული კერძების დაგემოვნება

დაბრუნება სასტუმროში

დღე III

05:00 გაღვიძება

დილას ვიწყებთ კაპადოკიის მთავარი მოვლენით მზის ამოსვლის ფონზე საჰაერო ბურთების გაფრენის ხილვა და ტკბობა ულამაზესი ხედებით სიყვარულის ხეობიდან

(ფრენის სურვილის შემთხვევაში გვატყობინებთ წინასწარ: ფასი დაახლოებით 150-200 ევრო)

08:30 დაბრუნება სასტუმროში საუზმე

10:00 გასვლა

გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი: სადაც მდებარეობს უნიკალური და უძველესი კლდეში ნაკვეთი ეკლესია მონასტრები

ციხე უჩისარი: რომელიც უნიკალურია იმით რომ მთლიანად კლდეში ნაკვეთი კომპლექსია უძველესი დიადი ისტორიით ასევე ცნობილია იმით რომ კაპადოკიიაში არის ყველაზე მაღალი წერტილი საიდანაც ხელის გულზე მოჩანს მთელი კაპადოკია

პანორამა მტრედების ხეობა: ულამაზესი პანორამული ხედები უჩისარზე და მტრედების ხეობაზე

მიწისქვეშა ქალაქი კაიმაკლი: 4000 წელს ითვლის ეს უნიკალური ხეთების დროინდელი ქალაქი რომელიც აშენდა უძველესი ქრისტიანების მიერ მტრებისგან თავის დასაცავად

ორთაჰისარი: ლეგენდის თანახმად წმინდა ნინოს სოფელი საიდანაც წამოვიდა წმინდა ნინო საქართველოში წინ გველოდება ულამაზესი ხედები და ფოტოსესია

თურქული საღამო სურვილის შემთხვევაში (45$)

დაბრუნება სასტუმროში

დღე lV

08:00 გაღვიძება საუზმე

10:00 გასვლა

თიხის მასტერკლასი სადაც გველოდება უძველესი ადგილობრივი ტრადიციული კერამიკის დამზადების პროცესი სადაც თავადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და შეიძინოთ სუვენირად საკუთარი ნამუშევრები

ფაშა- ბაღებში გასეირნება სადაც გველოდება უნიკალური ვულკანური წარმონაქმნი ძეგლები, ასევე ცნობილია ეს ადგილი ასკეტი ბერების ცხოვრების საწყისად წარმოსახვითი ხეივანი: სადაც ასევე გველოდება უნიკალური ვულკანური წარმონაქმნი ძეგლები რომლებიც სხვადასხვა ფორმით ქმნიან საოცარ ბუნების სანახაობას

ურგუპი: კლდეში ნაკვეთი ქალაქი რომელიც რომელიც ასევე შერწყმულია თანამედროვეობის საუკეთესო სავაჭრო გარემოსთან სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილობრივი ტკბილეული და სუვენირები

20:00 გამგზავრება ტრაპიზონისკენ ყოველ 3 საათში გაჩერება კვების ობიექტებთან

დღე V

მთელი დღე მოიცავს გზას საქართველომდე

08:00 ჩასვლა ტრაპიზონში და უზუნგოლის ტბის მონახულება

11:00 გამგზავრება სარფის საბაჟოსკენ

13:00 საბაჟო პროცედურები

22:00 დაბრუნება თბილისში

5 დღიანი ტურის ღირებულება 495 ლ

ღირებულებაში შედის

- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით

(ორი მძღოლით)

- გიდის მომსახურება

- 2 ღამე 4 სასტუმროში საუზმით და ვახშმით (შვედური მაგიდა)

- წყალი მგზავრობის დროს

ღირებულებაში არ შედის

-საჰაერო ბურთით ფრენა სურვილის შემთხვევაში (150-200 ევრო)

- მუზეუმების ბილეთები (180 ლ დაახლოებით, ლირაში) ბარათით გადახდაც შესაძლებელია

- თურქული საღამო სურვილის შემთხვევაში (45$)

- სასტუმროში კვების გარდა სხვა კვება

გასათვალისწინებელი რჩევები

-მოგვაქვს ფერადი ტანისამოსი ლამაზი ფოტოების გადასაღებად

- ტურზე არასრულწლოვანის წამოყვანის შემთხვევაში აუცილებელია თან იქონიოთ მისი პასპორტი და დაბადების მოწმობა

- საზღვრის კვეთის პროცესში აუცილებელია იქონოთ პასპორტი ან ID ბარათი 6+ თვეზე მეტი ვადით (გადაკვეთის შემდეგ მოგცემენ პატარა ფურცელს რომელსაც ინახავთ საქართველოში დაბრუნებამდე)

- საზღვრის კვეთის პროცესში თუ აღმოგაჩნდებათ დარღვევა და ვერ გადაკვეთავთ საზღვარს უკან დაბრუნება მოგიწევთ საკუთარი ხარჯებით კომპანია პასუხს არ აგებს ამ შემთხვევაში და თანხა არ ბრუნდება

- 5 დღიანი მოგზაურობისას ორი ღამის გათევა გვიწევს ავტობუსში ორი ღამე სასტუმროში

შეკრების ადგილი

კოსტავას ქუჩა N 73

მეტრო: ტექნიკური უნივერსიტეტი

სპორტის სასახლესთან

დღე პირველი 04:00 გასვლა

დღე მეხუთე 23:00 დაბრუნება

დაგვიანებულებს ველოდებით მაქიმუმ 10 წუთი

(ტურის მსვლელობისას ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს საჭიროების და ამინდის მიხედვით სანახაობათა თანმიმდევრობა)

(წვიმიანი ან ძლიერი ქარის შემთხვევაში შესაძლებელია არ იყოს საჰაერო ბურთების ფრენა, თუმცა ძალიან იშვიათია)

მოგზაურობა რომ იყოს კომფორტული და უსაფრთხო ვითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს და წესებს

- ვემორჩილებით ორგანიზატორს და მის მითითებებს

- აკრძალულია ალკოჰოლის წამოღება და მისი მიღება

- ორგანიზატორის გაუფრთხილებლად გზიდან გადახვევა და სადმე წასვლა

- არ ვანაგვიანებთ გარემოს

(დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მოხსნას ტურიდან ურჩი მონაწილე)

-ტურის ორგანიზატორი ასევე უფლებამოსილია შეცვალოს ტურის მსვლელობა ან შეწყვიტოს ტური თუ საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას

- ამინდზე ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი (თავად შეარჩიეთ სასურველი ამინდი და ასე დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა)

ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ @travel man პირად შეტყობინებაში

- სახელი გვარი

- ტელეფონის ნომერი

ფინანსური საკითხი

- დაჯავშნისას ირიცხება ტურის ღირებულებიდან 150 ლ დანარჩენი თანხა ტურამდე 2 კვირით ადრე იფარება

(ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება გაუქმების შემთხვევაში რადგან ტური არ ჩაიშალოს)

ფოტო და ვიდეო

კაპადოკია - ლამაზი ცხენების ქვეყანა Travel Man

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება