CAGE NIGHT x PABLO BOZZI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
CAGE NIGHT x PABLO BOZZI

CAGE NIGHT x PABLO BOZZI

CAGE NIGHT x PABLO BOZZI
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან69
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

19.09.2026
შაბათი
19:00
69 ₾ - 99
69 ₾ - 99
ვრცლად

აღწერა

CAGE NIGHT — ეს არის სპორტისა და ელექტრონული მუსიკის ერთობლივი გამოცდილება ღია ცის ქვეშ. 


CAGE NIGHT 2020 წელს შეიქმნა და საქართველოში პირველი ღონისძიება გახდა, რომელმაც ვარჯიში, ცეკვა და ელექტრონული მუსიკა ერთ სივრცეში გააერთიანა.


მას შემდეგ CAGE NIGHT უკვე ექვსჯერ ჩატარდა და ყოველ ჯერზე განსხვავებული გამოცდილების გარშემო შეკრიბა ადამიანები, რომლებსაც სურთ ივარჯიშონ, იცეკვონ და საერთო ენერგიის ნაწილი გახდნენ.


19 სექტემბერს CAGE NIGHT ახალ მასშტაბზე გადადის: Iviko’s Cage და ცნობილი არტისტი Pablo Bozzi, KHIDI-ს მხარდაჭერით, ერთიანდებიან უნიკალური აუდიოვიზუალური და ფიზიკური გამოცდილების შესაქმნელად.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ვარჯიში მხოლოდ დარბაზით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო გართობა შეიძლება იყოს უფრო აქტიური და ჯანსაღი.


ღონისძიების განმავლობაში 100 ადამიანი ერთად ივარჯიშებს და იცეკვებს პროფესიონალი მწვრთნელების მეთვალყურეობით, მაშინ როცა Pablo Bozzi ცოცხლად დაუკრავს ელექტრონულ მუსიკას. ვარჯიში სწორედ მის მუსიკაზე მიმდინარეობს — მოძრაობა და მუსიკა ერთი რიტმით. 


ეს არ არის შეჯიბრება და არ არის საჭირო სპორტული მზაობა — მთავარი არის ენერგია, მოძრაობა და საერთო გამოცდილება. 


ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი CAGE NIGHT AFTERPARTY გაგრძელდება Pablo Bozzi-ს მუსიკით, ცეკვით და იგივე ენერგიით. 


ორი ტიპის ბილეთი: 

1. ათლეტი - მონაწილეობს ვარჯიშში და აფთერფართიში. 

2. დამსწრე - არ ვარჯიშობს, უსმენს მუსიკას, მხარს უჭერს მონაწილეებს და უერთდება აფთერფართის. 


ივენთის განრიგი:

18:00 კარი იხსნება 

19:00 კარი იხურება მოვარჯიშეებისთვის 

19:30 სავალდებულო ბრიფინგი მოვარჯიშეებისთვის 

20:00 ვარჯიშის დაწყება 


ვარჯიშის დასრულებისთანავე იწყება AFTERPARTY. 


Pablo Bozzi-ის სეტი იქნება 20:00-00:00. 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+


გელოდებით ალტერნატიული გართობის გამოცდილებაზე 🖤

ფოტო და ვიდეო

CAGE NIGHT x PABLO BOZZI

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება